პალესტინის პრეზიდენტი: იერუსალიმი არის წითელი ხაზი, არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება

იერუსალიმი არის წითელი ხაზი, არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტი აცხადებს.

მაჰმუდ აბასიმ პრეზიდენტის შტაბში ხელმძღვანელობის შეხვედრისას განაცხადა, რომ  ხელმძღავნელობა ყველა ღონეს იხმარს პალესტინელი ხალხის დასაცავად და ოკუპაციის შესაჩერებლად, რათა ზიანი არ მიადგეს წმინდა ადგილების და პალესტინის დანარჩენ ტერიტორიებს.

„მიმდინარე აგრესიამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ყველგან, მათ შორის ღაზას სექტორში, გადააჭარბა ყველა ზღვარს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების უგულებელყოფით, რაც გვაყენებს ეროვნული ვალდებულებებით დაკისრებული ძალიან რთული არჩევანის წინაშე დავიცვათ წმინდა ადგილები, უფლებები და ადამიანები. იერუსალიმი არის წითელი ხაზი. ის არის პალესტინის გული და სული და მისი მარადიული დედაქალაქი.

არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება. ჩვენ არ მივიღებთ იმ ფაქტს, რაც ოკუპაციას სურს დააწესოს იერუსალიმში პალესტინელებზე შეტევით. პალესტინელები არსად წავლენ და დარჩებიან ოკუპაციის თალსაჩინო მაგალითად. ისინი არ დატოვებენ სამშობლოს. უსაფრთხოება არ მოდის იარაღისა და ჩაგვრის ძალით“, – განაცხადა აბასმა..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები