გაეროს გენერალური მდივანი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო.

„ახლა კონფლიქტის დეესკალაციას უნდა მივაღწიოთ, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ, რომლებიც ამ აბსოლუტურად მიუღებელ გარემოებებში იღუპებიან“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები