ვარლამ გოლეთიანი: გაუგებარია, მერაბ ლომინაძე რატომ წარმოადგენს კერძო კომპანიასაც და სახელმწიფოსაც

“ჩვენ გვაქვს კითხვები სახელმწიფოსთან, რომელმაც გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან, ამ შემთხვევაში, კომპანიის ბრალეულობა ნაკლებია”, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, მერაბ ლომინაძე რატომ წარმოადგენს კერძო კომპანიასაც და სახელმწიფოსაც.

„გაუგებარია, მუდმივად რატომ ხდება ისე, რომ მერაბ ლომინაძე თავს აყენებს ორივე წარმომადგენლის პოზიციაში, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს კერძო კომპანიასაც და სახელმწიფოსაც. ეს გაუგებარი პროცესია, როგორ ხდება ასე, როცა წესით იცავს კერძო კომპანიის ინტერესს ამავე კომპანიის დირექტორი, თან როგორ არის სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამ ნაწილში შესაბამის უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებთ, რადგან არ შეიძლება, ორ ინტერესს იცავდეს ადამიანი ერთდროულად, თუ ის იცავს იმ ნაწილს, რისი ინტერესის დაცვაც ეთხოვება და თავისი კომპეტენციის ნაწილშია, მაშინ ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები. ჩვენ გვაქვს კითხვები სახელმწიფოსთან, რომელმაც გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან, ამ შემთხვევაში, კომპანიის ბრალეულობა ნაკლებია, რადგან რა ხელშეკრულებაც დაუდო სახელმწიფომ და მოუწერა ხელი, ვინც მოუწერა, ბრალეულობაც მისია, კითხვებიც ამ პერსონებთან გვაქვს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები