“ჰამასი” ისრაელის მოქალაქე არაბებს “აჯანყებისკენ” მოუწოდებს
ღაზას სექტორში “ჰამასის” სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა, აბუ უბაიდამ ისრაელის არაბ მოქალაქეებს “აჯანყებისკენ” მოუწოდა.
ამის შესახებ მან ტელეარხის ალ-აქსას ეთერში თქვა.
”ალ-კასამის ბრიგადები უკვე ახლოს არიან თქვენთან, ისინი თავიანთი რაკეტებითა და წინააღმდეგობებით, ჩვენი და თქვენი მტრის წინააღმდეგ, ადგენენ სამშობლოს რუკას”, – თქვა მან.
გვიან ღამით არაბ და ებრაელს მოსახლეობას შორის ქალაქ ლოდაში შეტაკება მოხდა.
არაბები ებრაელების მანქანებს წვავდნენ.
მოგვიანებით, ქალაქის მერმა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და დამატებითი ძალები მოითხოვა.
ძალოვანებთან საგანგებო თათბირის გამართვის შემდეგ, ქალაქ ლოდაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა, ასევე, ქალაქში არმიის დამატებითი ძალებია გაგზავნილი.