აშკელონში სარაკეტო იერიშს ინდოეთის მოქალაქე ემსხვერპლა

ღაზას სექტორის მიერ ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით სარაკეტო იერიშს ინდოეთის მკვიდრი, 32 წლის სოუმია სანტოში შეეწირა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველამველი მურალიდხარმა სანტოშის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა. მან ასევე თქვა, რომ იერუსალიმში ძალადობასა და თავდასხმებს გმობს და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ.

როგორც ინდოეთის ქერალას შტატის კონგრესის წევრმა, როში ავგუსტინმა თქვა, დაღუპული ქალი ქერალადან იყო და ქალაქ აშკელონში ცხოვრობდა.

იერიშის დროს ის ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა, სადაც 80 წლის ქალს უვლიდა. მათ სახლს რაკეტა მოხვდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, 80 წლის ქალი გადარჩა, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში ჰიპისტალიზებულია.

გაზეთ Haaretz daily-ს ინფორმაციით, სანტოშს ქმარი და 9 წლის შვილი ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები