ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა (ვიდეო)

TOPSHOT - A Palestinian boy watches smoke billowing from targets during Israeli airstrikes on the southern Gaza region of Khan Yunis, controlled by the Hamas movement, on May 11, 2021. - Israel launched deadly air strikes on Gaza in response to a barrage of rockets fired by the Islamist movement Hamas amid spiralling violence sparked by unrest at Jerusalem's Al-Aqsa Mosque compound. (Photo by Mahmoud KHATAB / AFP) (Photo by MAHMOUD KHATAB/AFP via Getty Images)

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

არსებული ინფორმაციით, თელ-ავივში სირენები ჩაირთო, რაც მოქალაქეებს სარაკეტო დარტყმის შესახებ აფრთხილებს.

„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „კედლების მცველი“ დაიწყო.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაგრძეს ღაზის მხრიდან ისრაელზე შეტევა. ისრაელის არმია ამ თავდასხმებს პასუხობს და ღაზაში ტერორისტული სამიზნეებისა და ოპერატიული თანამშრომლების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს. ეს არის ოპერაცია „კედლების მცველი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები