Reuters: აშკელონში “ჰამასის” სარაკეტო იერიშს ორი ქალი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც (ფოტო)

ღაზა სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით გაშვებული ათობით რაკეტას ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

ინფორმაციას Reuters-ი ისრაელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, გაზეთი Times of Israel-ი წერდა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მსხვილი ქალაქების – აშკელონისა და აშდოდის მიმართულებით ათობით რაკეტა იყო გაშვებული დღის განმავლობაში.

ისრაელის რადიო Kan-ი იტყობინება, რომ ქალაქ აშდოდში რაკეტა სამცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიშები გუშინ საღამოდან არ წყდება. პირველი რაკეტა ღაზას სექტორიდან იქნა გაშვებული მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან სამხედროების გაყვანის შესახებ. ულტიმატუმის ვადა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე იწურებოდა.

მედიის ინფორმაციით, ჯამურად, ისრაელის მიმართულებით 250 რაკეტამდეა გაშვებული.

რაც შეეხება ღაზას სექტორს. როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში განაცხადეს, მათ იერიში სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს, თუმცა, ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ჯამურად, იერიშს სულ 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია.

ასევე, უწყებაში თქვეს, რომ ისრაელმა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” 15-მდე ოპერატიული ჯგუფის განადგურება შეძლო და სამი სამხედრო მეთაური მიკლა.

საპასუხოდ, დღეს “ისლამურ ჯიჰადში” ფიცი დადეს, რომ სამი მეთაურის ლიკვიდირების გამო შურს იძიებენ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები