ბელორუსში მე-17 საუკუნეში აშენებული ტაძარი იწვის(ვიდეო)

ბელორუსში, ბუდსლავში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარია.

ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტისთვის ტაძარში მრევლი არ იმყოფებოდა. დაკვამლიანება შენობის ზედა სართულებზეა.

გამოცემა catholic.by ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირზე დაყრდნობით წერს, რომ მოხალისეების დახმარებით ეკლესიიდან გაიტანეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო: მსახურებისთვის აუცილებელი ნივთები, ხატები, წიგნები და სხვა საგნები. კვამლის გაჩენისთანავე, ყველაზე წმინდა საიდუმლოება და ბუდსლასკაიას ღვთისმშობლის გამოსახულება უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.

დილის დაახლოებით 10:00 საათზე ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა, ჩამოვარდა ერთ-ერთი ჭაღი.

თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1633-1643 წლებში აშენდა, 1783 წლის 7 სექტემბერს ეპისკოპოს ფრანტიეკ ალოის გზოვსკის მიერ იქნა კურთხეული ღვთისმშობლის მიძინების პატივსაცემად. ეკლესიას აქვს ნიკოლაუს ჯანზონის 1771 წლის ორღანი, რომელიც თითქმის სრულადაა დაცული – დაკარგულია მხოლოდ ორი რეგისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები