ყაზანის სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, 32 მოსწავლე დაიჭრა

ყაზანის საჯაროს სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდეა გაზრდილი, 32 დაჭრილია, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

​ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ.

რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ორი მოზარდი მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტომის დროს გარდაიცვალა.

ასევე ცნობილია, რომ ორ თავდამსხმელთაგან ერთი-ერთი, 17 წლის მოზარდი დაკავებულია, ხოლო მეორე, რომელიც შენობაში რჩებოდა, ლიკვიდირებულია.

როგორც რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, ერთ-ერთი თავდამსხმელი სკოლის შენობაში ავტომატით ხელში მთავარი შესასვლელიდან მოხვდა და მალევე გახსნა ცეცხლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები