მედია: ყაზანის სკოლაზე ერთ-ერთი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, შენობაშია და მას მძევლები ჰყავს აყვანილი

ყაზანის სკოლაზე ორ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, შენობაში რჩება და მას შესაძლოა, მძევლებიც ჰყავს აყვანილი.​

ამის შესახებ “ტასი” ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი, 17 წლის მოზარდი დააკავეს.

ამჟამად ცნობილია, რომ სკოლაში ცეცხლის გახსნის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 8 ამავე სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. კიდევ 13 პირი დაჭრილია და მათგან 12 ბავშვია.

შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვების ნაწილი ფანჯრებიდან ხტებოდა.

ადგილზე ოპერატიული სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები