ყაზანის საჯარო სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 მოსწავლეა

​ყაზანის საჯარო სკოლაში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გახსნეს, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ამავე სკოლის მოსწავლე და ერთი პედაგოგია.

ინფორმაციას თათრეთის რეგიონის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ სკოლაში ორი მოზარდი შეიჭრა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. ისმოდა ასევე აფეთქების ხმა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები