მიცვალებულთა “მდინარე” ინდოეთში – კრემაციის სიძვირის გამო, ცხედრებს განგს ატანენ

ინდოეთში, ვიხარის შტატში მდინარე განგში კორონავირუსით გარდაცვლილთა ათობით ცხედარია ნაპოვნი, – წერს გაზეთი The Times of India, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ ქვეყანაში კრემაცია ძვირია და ამის შესაძლებლობა ღარიბებს არ აქვთ.

ადგილობრივების თქმით, ბუქსარის ოლქში 100-150 ცხედარია აღმოჩენილი განგში. მოსახლეობა შეშინებულია და მოითხოვს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი ზომები მიიღოს. ადგილობრივი ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ცხედრების უმეტესობა მდინარეში რამდენიმე დღის წინ გადააგდეს მეზობელ უტარ-პრადეშის შტატში.

როგორც ბუქსარის რაიონის მოსამართლე ამან სამირმა განაცხადა, იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მკვდრების მდინარეში ჩაგდებაზე, მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

ინდუიზმის ტრადიციების თანახმად, გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად საჭიროა ანტიეშტის რიტუალის შესრულება – ცეცხლზე კრემაცია. ინდუისტებს სჯერათ, რომ ცეცხლი მიცვალებულის სულს ზეცამდე ამაღლებს, სადაც ის აღორძინდება.

ამასთან, კორონავირუსული ინფექციის გამო გარდაცვლილების შემთხვევაში, ცერემონიის ღირებულება მკვეთრად იზრდება, რადგან რიტუალი გარკვეულ ადგილებში ტარდება, ცერემონიალი მიმდინარეობს შემოკლებული პროგრამით და ბრაჰმანები ხშირად მოითხოვენ გაზრდილ გადასახადს.

არ არის იაფი ღარიბებისთვის, ასევე, ცეცხლისთვის აუცილებელი ხე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები