აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა უნდა შეწყდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა.

ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა უნდა შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს. მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

დღეს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები