სომხეთის პარლამენტმა, უკვე მეორედ, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ – მინისტრის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა, უკვე მეორედ, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ – მინისტრის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭირა. ქვეყნის კონსტიტუციით, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს.

ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, 76-მა კი თავი შეიკავა.

ქვეყნის პარლამენტი მუშაობას დათხოვნის შემდეგაც განაგრძობს. კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების შემთვევაში, მისი უფლებამოსილება სრულდება მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული პარლამენტი პირველ სესიას გამართავს. ახალი არჩევნების ჩატარების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი სპეციალური განკარგულებით დანიშნავს.

ცნობისთვის, თანამდებობიდან გადადგომისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მან მაშინ განაცხადა, რომ არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები