Deutche Welle – ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა

“ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა.

Deutche Welle-ს ინფორმაციით, დაძაბულობის ბოლო გამწვავებისას ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ ეს ქმედება ისრაელის დანაშაულებით და აგრესიითაა გამოწვეული.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ისროლეს.

შეგახსენებთ, ისრაელი დღეს „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავს. დილით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები