“ჰამასი” ისრაელს ულტიმატუმს უყენებს და ვადას 18:00 საათამდე აძლევს – იერუსალიმში განგაშის ხმა გაისმა

პალესტინური მოძრაობა “ჰამასის” სამხედრო ფრთა ისრაელს ალ-აქსისა და შეიხ ჯარაჰის რაიონებიდან ჯარის გასაყვანად ულტიმატუმს უყენებს და ამისთვის ვადას ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე აძლევს.

ამის შესახებ “ჰამასის” წარმომადგენელმა, აბუ უბაიდამ სოციალურ ქსელში დაწერა.

”წინააღმდეგობის ხელმძღვანელობა აძლევს ოკუპანტებს ვადას 18:00 საათამდე, რათა გამოიყანონ თავიანთი ჯარისკაცები და ჩამოსახლებულები ნეტარ ალ-აქსას მეჩეთიდან და შეიხ ჯარაჰის რაიონიდან და გაათავისუფლონ ყველა მათგანი, ვინც იერუსალიმში ბოლოდროინდელი შეტაკებების დროს დააკავეს”, – ნათქვამია აბუ უბაიდას მიმართვაში.

ამის პარალელურად, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ღაზას სექტორიდან რადიკალებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური იტყობინება.

იერუსალიმსა და ქალაქ ბეით შემეშში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, რაც მოსახლეობის გაფრთხილებაა სარაკეტო იერიშის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები