ბრიტანეთში პაბების, რესტორნების, კინოთეატრების გახსნისთვის ემზადებიან

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს კორონავირუსული შესუსტების მორიგ ეტაპს გამოაცხადებს.

Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვების შესუსტების მესამე ფაზის ფარგლებში, 17 მაისიდან ადამიანებს დახურულ სივრცეში 6 ადამიანის შეკრების უფლება მიეცემათ.

პაბები, კაფეები და რესტორნები კლიენტებს დახურულ სივრცეში მიიღებენ, გარკვეული წესების დაცვით.

ასევე, კინოთეატრები და სპორტული დაწესებულებები შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომდევნო ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილების დროს ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციის შესახებ უკანასკნელ მონაცემებზე, ახალი ინფექციების, ჰოსპიტალიზაციასა და გარდაცვალების სტატისტიკაზე, ასევე, ვირუსის ახალ შტამებთან დაკაშირებით სავარაუდო რისკებზე.

შეზღუდვები მხოლოდ ინგლისში შესუსტდება – მაშინ, როდესაც შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და უელსი საკუთარ წესებს გამოაცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები