ბაიდენი “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც უკრაინის საკითხსაც განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი “ბუქარესტის ცხრიანის” ქვეყნების ვირტუალურ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, პაველ სოლოხმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა მიეძღვნება, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების საკითხებს. სოლოხის თქმითვე, სამიტის შემდეგ გაკეთდება განცხადება, რომელშიც იქნება ნახსენები უსაფრთხოება შავი ზღვის აუზსა და უკრაინაში.

“ბუქარესტის ცხრიანი” 2015 წელს შეიქმნა რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით. მასში შედის პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი.

გასულ კვირას კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა განცხადება, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის საზღვართან ჯარის რაოდენობა გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები