ფაშინიანის კორტეჟის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა (ფოტო)

ერევნის ცენტრში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟიდან ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აღინიშნება, რომ ვაზგენ სარქსიანისა და ხორენაცის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს Mercedes-ისა და Nissan-ის ტიპის ჯიპები შეეჯახნენ. უკანასკნელი სწორედ ფაშინიანის კორტეჟის ავტომანქანაა.

პოლიციაში ამბობენ, რომ ადგილზე ძალოვნები მუშაობენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში “მერსედესის” მგზავრი გადაიყვანა.

ასევე, მომხდარის შედეგად დაშავებულია ერთ-ერთი კურიერი. შემთხვევის შედეგად, ადგილზე მისი მოპედი გადაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები