იერუსალიმში პოლიციასთან შეტაკების დროს დაშავებულთა რიცხვი 215-მდე გაიზარდა, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან (ფოტო)

აღმოსავლეთ იერუსალიმში ტაძრის მთაზე, ალ-აქსას მეჩეთთან, სადაც დილიდან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება განახლდა, სულ მცირე, 215 ადამიანია დაშავებული, მათგან 154 ჰოსპიტალიზებულია, ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Times of Israel-ი “წითელი ნახევარმთვარის” პალესტინური საზოგადოების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

პალესტინური გამოცემის, WAFA-ს ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ასევე, რეზინის ტყვიებს ისროდა.

თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არეულობის დროს მათი კორესპონდენტი, მუსტაფა ხარუფიც დაშავდა, რომელმაც უკვე მეორე მიიღო დაზიანება პლასტიკის ტყვიით. ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა.

​აღინიშნება ასევე, რომ დაშავებულები არიან სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები