ავღანეთში დღეს უკვე მეორე ტერაქტი მოხდა, 20-მდე ადამიანია დაღუპული

ავღანეთში ბოლო 24 საათში სხვადსხვა ლოკაციაზე ორი ავტობუსი ააფეთქეს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ფარვანის პროვინციაში ავტობუსი გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა, რომლის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე საათით ადრე კი ასევე ავტობუსი აფეთქდა ზაბულის პროვინციაში. ადგილობრივი მედიის წყაროს ინფორმაციით, მომხდარს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 41 დაშავდა.

მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ავღანეთში აფეთქება 8 მაისსაც მოხდა, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 63-ს მიაღწია, 150-ზე მეტი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ქაბულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა. აფეთქებები იმ დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეები შენობას ტოვებდნენ, დაღუპულთა უმრავლესობა გოგონაა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები