საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, დეპუტატებთან ერთად, თბილისში, კიკვიძის სახელობის პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
პარლამენტის წევრებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
„76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში დიდი როლი, დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ გმირებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ მათ პატივი და  ვიზრუნოთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. აუცილებელია, ყოველ წელს, ჩვენ არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მოიპოვეს”,- განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები