ინდოეთის ზღვაში ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა (ვიდეო)
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, დღეს, 9 მაისს უკონტროლო რაკეტის ჩანჟენ-55ბ-ის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულებთან ახლოს ჩამოვარდა.
აღნიშნულის შესახებ, “CNN” ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, რაკეტა 8 მაისს შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში, მისი დიდი ნაწილი კი ატმოსფეროში შემოსვლისთანავე დაიწვა. სოციალურ ქსელში ნამსხვრევების ჩამოვარდნის ვიდეო ვრცელდება.
Chinese Rocket while crossing the skies of #Oman #ChineseRocket #LongMarch5B pic.twitter.com/g8OAMlq8lE
— 𝓛𝓤𝓕𝓕𝓨 (@0_F_0) May 9, 2021