გაერო: ღარიბმა ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მხოლოდ 0,3% მიიღეს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარე, ვოლკან ბოზკირი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ზრდას ითხოვს.

მისი თქმით, ”ჩვენ წინაშე მდგარი მიზანი აშკარაა: გვაქვს საშუალება, რომ დავამარცხოთ საერთო მტერი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ვაქცინების მხოლოდ 0.3% გადაეცა დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. ვიმეორებ: მხოლოდ 0.3%”.

”შეგვიძლია და უნდა გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა”, – თქვა მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ბოზკირი მიესალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები