ბლინკენი: ვაშინგტონის ზოგიერთი ქმედება მსოფლიოს წესრიგს არღვევდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონის ზოგიერთი ქმედება უკანასკნელ წლებში მსოფლიო წესრიგს არღვევდა.
ამის შესახებ დიპლომატმა გაერო-ში გამოსვლის დროს განაცხადა.
”ვიცი, რომ ბოლო წლებში ზოგიერთი ჩვენი ქმედება ძირს უთხრიდა წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს და სხვა ქვეყნებს აიძულებდა, დაესვათ კითხვა, ვართ თუ არა ჩვენც ამის მომხრე”, – თქვა ბლინკენმა.
ამავე დროს, მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს აჩვენა თანამშრომლობის სურვილი მრავალმხრივი ინსტიტუციების ფარგლებში.
მან მაგალითად მოიყვანა ვაშინგტონის დაბრუნება პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და ჯანმო-ში განმეორებითი გაწევრიანება.