ჩინეთის საგარეო უწყება უკონტროლო რაკეტის საკითხს გამოეხმაურა
“ჩინური რაკეტის Changzheng-5B-ის ნამსხვრევების დიდი ნაწილი ატმოსფეროში შესვლის დროს დაიწვება, შესაბამისად, დედამიწაზე მათი ჩამოვარდნის გამო რაიმე სახის ზიანი ნაკლებსავარაუდოა”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა თქვა.
“დიდ ყურადღებას ვაქცევთ ატმოსფეროში რაკეტის შესვლას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ის განსაკუთრებულად არის შექმნილი – მისი ნაწილების უმეტესობა ჩამოიშლება და დაიწვება ატმოსფეროში შესვლისას. ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი რაიმე საფრთხეს წარმოადგენდნენ, ან დედამიწაზე რამე ზიანი მიაყენონ, ან ფრენებს შეუშალონ ხელი”, – თქვა მან.