სტამბოლში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი, სულ მცირე, 8 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი, სულ მცირე, 8 ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

Anadolu-ს ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია ერთდროულად სტამბოლის 10 რაიონში მიმდინარეობდა.

დაკავებულების ეროვნება ჯერ არ სახელდება.

გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები