ამერიკელი მეცნიერები: კორონავირუსისგან იმაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ეს ოფიციალურად ჩანს

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნით, კორონავირუსს ბევრად უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ჩანს.

როგორც ჯანმრთელობის შეფასებისა და მაჩვენებლების ინსტიტუტის დირექტორმა, კრისტოფერ მიურეიმ განაცხადა, მსოფლიოში ვირუსს 6,2 მილიონი ადამიანი შეეწირა – მაშინ, როდესაც, ჯანმო-ს ოფიციალური მონაცემით, მხოლოდ 3,2 მილიონია.

მეცნიერი მიიჩნევს, რომ გერმანიაში, სულ მცირე, 120 ათასი ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა, ოფიციალური რიცხვებით – მხოლოდ 84 ათასი.

მკვლევრები საკუთარ შეფასებებში ეყრდნობიან სიკვდილიანობის გადაჭარბებულ მაჩვენებლებს, რომელიც მიღებულია სიკვდილიანობის სავარაუდო რაოდენობით პანდემიამდე და მის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები