ინდოეთში ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა.
ერთ დღეში ქვეყანაში 414,1 ათასი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 3832 პირი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში 21, 4 მილიონზე მეტი დადასტურებული ფაქტია, დაავადებას 234 ათასი ადამიანი შეეწირა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლო ერთ დღეში გამოვლენილია მახარაშტრას შტატში – 62,1 ათასი; შემდეგ მოდის კარნატაკას შტატი – 49 098; ქერალა – 42 464; იტარ-პრადეში 26 622 და ტამილნადი – 24 898.
ამასთან, უწყების მონაცემით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 164 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, ბოლო ერთ დღეში – 2,3 მილიონი.