სტოლტენბერგი: უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება

“რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცი და იარაღი დატოვა მას შემდეგ, რაც ჯარის ნაწილის გაყვანა მოხდა”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

”ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიული ქცევის მოდელს, ბულგარეთსა და ჩეხეთში საშიში სადაზვერვო ოპერაციებით დაწყებული, უკრაინის ტერიტორიასა და მის საზღვრებთან სამხედრო ძალების ზრდით დამთავრებული. ჩვენ ვნახეთ რუსი სამხედროების ნაწილის გაყვანა უკრაინის საზღვრიდან, მაგრამ რჩება ათიათასობით რუსული ჯარი”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთმა რეგიონში უამრავი იარაღი და გამოსაყენებლად მზა შეიარაღება დატოვა, ასევე, დააწესა შეზღუდვები გადაადგილებისთვის შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში წვდომაზე ქერჩის სრუტის გავლით.

”ამიტომ, ნატო ფხიზლად უნდა იყოს და გააგრძელოს სიტუაციის მონიტორინგი. ახლა უკრაინაში და მის გარშემო უფრო მეტი რუსული დანაყოფია, ვიდრე ბოლო დაძაბულობამდე იყო”, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები