ბლინკენი: გავაგრძელებთ უკრაინელ კანონმდებლებთან მუშაობას, რომ ქვეყანა უფრო აყვავებული და დემოკრატიული გახდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა გამართა უკრაინელ კანონმდებლებთან.
როგორც მან Twitter-ის გვერდზე შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწერა, კარგი შეხვედრა ჰქონდა როგორც კანონმდებლებთან, ისე – პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
“კარგი შეხვედრა გვქონდა უკრაინელ კანონმდებლებთან, ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ისეთი კანონის საჭიროების შესახებ, რომელიც ქვეყანაში რეფორმების გატარების დღის წესრიგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის ხალხის წარმომადგენლებთან, რათა უკრაინა გახდეს უფრო აყვავებული და დემოკრატიული”, – წერს აშშ-ის პირველი დიპლომატი.