საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღოღეთში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

ფაქტს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“ძველ ტერიტორიაზე, სადაც ხნულები იყო გავლებული,   სამუშაოები აქვთ განახლებული. ახალ ტერიტორიას არ შეხებიან”, – აღნიშნეს უწყებაში.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები