ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ვირუსის პრევენციას იმისათვის, რომ არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს.
მინისტრმა რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
“ეს რიცხვები საგანგაშოა და საყურადღებო. მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ვაკვირდებით, რომ ნიღბის ტარება 75 პროცენტამდეა გაზრდილი, მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე 95 პროცენტამდე გაიზარდოს. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო დამატებით იმსჯელებს. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს”, – აღნიშნა მინისტრმა.