ნიდერლანდებში სქესის შეცვლა 16 წლამდე ბავშვებსაც შეეძლებათ

ნიდერლანდების ხელისუფლებამ დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურა გაამარტივა და, ამიერიდან, 16 წლამდე ბავშვებსაც შეეძლებათ ამის გაკეთება ექიმის ან ფსიქოლოგის დასკვნის გარეშე.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ “პირებს, რომელთა გენდერული იდენტობა არ ემთხვევა დაბადებისას განსაზღვრულ სქესს, გარკვეულ პირობებში შეუძლიათ, შეცვალონ სქესი დაბადების მოწმობაში. ეს პირობები შემსუბუქდა ჯერ კიდევ 2014 წელს ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ კანონის მიღებით და ახლა, კანონის შეფასების შემდეგ, პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა”.

როგორც მინისტრთა კაბინეტში განმარტეს, მიმდინარე კვირას იურიდიული დაცვის მინისტრმა, სანდერ დეკერმა პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხსნის ამ პროცედურის ასაკობრივ შეზღუდვებსა და ექსპერტიზის დასკვნის საჭიროებს.

“უპირველეს ყოვლისა, გაუქმებულია საექსპერტო დასკვნა, რომელშიც ექიმი ან ფსიქოლოგი განსაზღვრავს, არის თუ არა ადამიანი საკმარისად დარწმუნებული, რომ საპირისპირო სქესს მიეკუთვნება. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების აზრით, ამის დადგენა შეუძლებელია და ასოციაციები, მათ შორის, “ჰოლანდიური ორგანიზაცია გენდერული მრავალფეროვნებისთვის” მიიჩნევენ, რომ ეს არის პირის თვითგამორკვევის უფლების დარღვევა”, – აღნიშნავენ ნიდერლანდების მთავრობაში.

ამის ნაცვლად, პროცედურა იყოფა ორ ეტაპად: წერილობითი განცხადება სქესის შეცვლის სურვილის შესახებ და ამ განზრახვის დადასტურება ოთხიდან თორმეტი კვირის შემდეგ.

ასაკობრივი შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს იმას, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ასევე შეუძლიათ, შეცვალონ სქესი და ამისათვის საკმარისი იქნება სასამართლოსთვის მიმართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები