შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რესპუბლიკურ საავადმყოფოში Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
შს მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“ეს ნაბიჯი გადავდგი იქედან გამომდინარე, რომ ყველა და, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წავახალისო. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა. ეს აუცილებელია. მსოფლიოში ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, არაფერი არ შეიცვალა. ყველგან სიტუაცია დღითიდღე უარესდება და, მათ შორის, ჩვენთანაც. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.