აჭარის ჯანდაცვის სექტორმა “სინოფარმის” 2017 დოზა მიიღო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოფარმის” 2017 დოზა ჩაიტანეს.

სამინისტროს ცნობით, “სინოფარმზე” 1150, “ასტრაზენეკაზე” 550, “ფაიზერზე” კი 868 ჯავშანი არის გაკეთებული.

ჯამურად, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3916-მა  პირმა ჩაიტარა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები