სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, სოფლის ცენტრში, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები