“მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებსა და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე თქმით, თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის.
“მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებსა და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.
თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ ამ საპატიო საქმეში თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას.
პ.ს. ჩემი ტრადიციული ფოტო ბრიფინგის წინ”, – წერს კუჭავა.