თამთა მეგრელიშვილი – რომ არა თბილისის მერიის მიერ, ნუცუბიძის ფერდობზე ჩატარებული სამუშაოები, თბილისი ამ ნალექის პირობებში კატასტროფას ვერ ასცდებოდა 

“მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ – რომ არა თბილისის მერიის მიერ, ნუცუბიძის ფერდობზე ჩატარებული სამუშაოები, მიწის მეწყერსაშიში მასის მოხსნა და დანარჩენი სამუშაოები, თბილისი ამ ნალექის პირობებში კატასტროფას ვერ ასცდებოდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დიდ დიღომში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა.  წვიმამ დატბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და სადარბაზოებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “112”-ში ამ დროისთვის სულ 100-მდე შეტყობინება შევიდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები