ივა ჭყონია: სახელმწიფოს ვურჩევდი, რომ ფული ჩადოს რეზინის ჩექმებში და კალოშებში
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია სახელმწიფოს ურჩევს, რომ ფული რეზინის ჩექმებში და კალოშებში ჩადოს, რადგან , სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც რეგიონებში არიან დასაქმებულები რეზინის ჩექმებით უნდა დადიოდნენ სოფელში და ასწავლიდნენ, როგორ მოიყვანონ მეტი პროდუქტი.
მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელეებს არ უყვართ, როცა ასწავლიან, მაგრამ რჩევების მიღება აუცილებელია.
“სახელმწიფოს ურჩევდი, რომ ფული ჩადონ რეზინის ჩექმებში და კალოშებში იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეები რეგიონებში დასაქმებულები, რომ ჰყავთ ბენზინში კი არ უნდა ხარჯავდნენ ფულს, უნდა დადიოდნენ რეზინის ჩექმებით და გამოვიდნენ სოფელში და ასწავლიდნენ, როგორ მოიყვანონ, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი.
სახელმწიფო მოხელეებს არ უყვართ, როცა ასწავლიან, მაგრამ თუ ჩვენ არ მივიღეთ გამოცდილება და რჩევები ევროპისგან ჩვენ ვერასოდეს წინ ვერ წავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას რა სჭირდება ამ გუნდმა ნამდვილად არ იცის”, – აცხადებს ივა ჭყონია ტვ პირველის ეთერში.