საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 728 600 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 0.3%-ით აღემატება.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლშია აღნიშნული, მოსახლეობის გადანაწილება სქესის მიხედვით ასეთია: 1 796 200-მდე კაცი და 1 932 400-მდე ქალი.

ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები (0-14) – 20.5%;

შრომისუნარიანი ასაკის (15-64 წლის) – 64.2%

ხანდაზმულები (65 წლის და უფროსი ) – 15.2%.

გასულ წელს 46 520 ადამიანი დაიბადა, 50 537 კი გარდაიცვალა და ბუნებრივი მატების მაჩვენებელი  4 017-ია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები