“კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად” – “ფაიზერი” ვირუსის სამკურნალო აბებს გამოუშვებს

“შესაძლოა, “ფაიზერმა” კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს”, – ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული აბებით ადამიანებს შეეძლებათ, კორონავირუსს სახლის პირობებში უმკურნალონ.

“წლის ბოლოს შესაძლოა, “ფაიზერმა” ნამდვილად შექმნას აბები. ასეთი აბები ჩვენ გვაქვს c-ჰეპატიტისა და აივინფექციის საწინააღმდეგოდ. ამ მედიკამენტის მოქმედების მთელი არსი იქნება იმაში, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეეძლება სახლის პირობებში ამ აბებით მკურნალობა იმ კონკრეტულ მომენტში.

კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად და არა – რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად. ეს აბები, ალბათ, იმოქმედებს მყისიერად,” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები