რომში გამართულ პიცის ჩემპიონატზე ქართველმა გაიმარჯვა – იტალიის საელჩო კულინარს წარმატებას ულოცავს (ფოტო)

იტალიის საელჩო ქართველ მზარეულს, ვალერ სახიაშვილს რომში, პიცების კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.

„იტალიის საელჩო მთელი გულით ულოცავს ქართველ მზარეულს, მაესტრო ვალერი სახიაშვილს პიცის ეროვნული ჩემპიონატის კონკურში  – Pizza Capitale Trophy მიღებულ ჯილდოს.

კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის ქერქში გახვეული კრევეტებისა და დათვა სოკოს ფხვნილისაგან, კონკურსის ტრიუმფატორი გახდა და პირველი ადგილი მოიპოვა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კონკურსი რომში, პიცის ოსტატის მაესტრო მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებით გაიმართა და მასში პიცის მრავალი გამოცდილი ოსტატი მონაწილეობდა – იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან. ცამეტი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ კონკურსანტები ხუთ კატეგორიში შეაფასა: პიცა ნაპოლეტანა, კლასიკური პიცა, გურმანული პიცა, მხატვრული პიცა და პიცა როგორც ჩაროზი. თითოეულ პიცის ოსტატს შეეძლო, აერჩია მხოლოდ ერთი კატეგორია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები