“ამერიკის საელჩოს შეშფოთებას არ ვიზიარებ” – რამაზ საყვარელიძე

პოლიტიკის ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ ეხმაურება ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ გაკრიტიკებულია იმის გამოც, რომ ოპოზიციამ ადმინისტრაციული კოდექსის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

რამდენად სწორია ოპოზიციის პასიურობის გამო პასუხისმგებლობის მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ გადატანა ? – ექსპერტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა.

„ამერიკის საელჩოს შეშფოთებას არ ვიზიარებ, მაგრამ შენიშვნას – კი. ყველას კარგად მოეხსენება, რა პროცესები უძღოდა წინ ამ ყველაფერს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა კოლეგიალობის გამოვლენა. ეს კანონი ერთობლივი მუშაობის საგანი უნდა გამხდარიყო, ამიტომ, ამერიკის კრიტიკა ბუნებრივი იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის პარლამენტში გზა გახსნილიყო. სალჩოს შეშფოთება კი მეტისმეტად გადაჭარბებული ემოციაა. სურვილი შეიძლებოდა, გამოთქმულიყო ასეთი ნაბიჯის, თუმცა, ამერიკის საელჩოს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

რა წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში – ნახეთ აქ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები