ვინც შეგიშინებიათ ისევ ის შეაშინეთ “აი ია” კაცებო – ინგა გრიგოლია გია გაჩეჩილაძეს და ვატო შაქარიშვილს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გია გაჩეჩილაძისა და ვატო შაქარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს სანაია, გრიგოლია, გვარამია და ნინო ჯანგირაშვილი ასამართლებს.

“ვინც შეგიშინებიათ ისევ ის შეაშინეთ “აი ია” კაცებო. ჩვენ იმდენი წელი გვაქვს ყველას ერთად გავლილი მსგავსი ხიფათების უბრალოდ საოცრებაა როდის მერე გავხდით სანაია და მე ასეთი მიუღებლები იგივე ბატონი გია გაჩეჩილაძისთვის, მაგრამ არაუშავს მე ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას”, – ამბობს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულებს დანაშაულის განმეორებისა და მტკიცებულებების განადგურების შანსი ჰქონდათ და ამიტომაც სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები: სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, პატიმრობაში დატოვა.

საქალაქო სასამართლო​ს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარიშვილი, რომლებმაც თქვეს, რომ “ამ ქვეყანაში ხალხს სანაია, გრიგოლია, გვარამია და ჯანგირაშვილი ასამართლებს და ჟურნალისტების ტყვეობაში ვართ.

,,უცნობმა” დღეს სასამართლოს თავდასხმაში ბრალდებულების თავდებში გამოშვების მოთხოვნით მიმართა და საამისოდ 2500 ხელწერილიც მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები