მარნეულის საკრებულოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს
მარნეულის საკრებულოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულები არიან; გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია.
დაპირისპირება მარნეულის ცენტრში მოძრაობის აქტივისტის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა.
პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს.