„დაქარგული“ – სიმშვიდეში, მუსიკის თანხლებით შექმნილი ბაფთები და საყელოები…

პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია, ქარგვა პანდემიის დროს დაიწყო. „დაქარგული“ – მისი ბიზნესმოდელის სახელწოდებაა, რომლითაც დამშვენებულია დაქარგული ქუდები, საყელოები, ბაფთები…
ამბობს, რომ საკუთარი ხელწერის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბევრი მუშაობა, რათა ყველასგან განსხვავებული  შექმნა. – ნათია მიგრიაულის პერსონა.
– ქარგვა პანდემიის დროს დაიწყეთ. მანამდე ტანსაცმლის დიზაინი და მოდელირება შეისწავლეთ… რით მიგიზიდათ ქარგვამ?
– ბავშობიდანვე  მიყვარდა ხატვა. ოჯახში დედა და ბებიაც ხელსაქმით იყვენენ დაკავებულნი…
ქარგვამ პანდემიის პერიოდში დამაინტერესა. ვუყურებდი სხვადასხცვა ვიდეოს და ასე შევისწავლე. ჩემთვის საინტერესოა ყველაფერი, რაც ხელოვნებას  უკავშირდება. შესაბამისად, ქარგვა ჩემთვის ერთგვარი რელაქსია, როცა ვქმნი სხვადასხვა კომპოზიციას.
– დაქარგული საყელოები და ბაფთები… როგორ იქმნება ისინი?
– ნამუშევრების შექმნისას, პირველ რიგში, ვცდილობ, კომპოზიცია სადა და ლამაზი ფერებით იყოს დატვირთული. ძირითადად, ვიყენებ პასტელურ ფერებს.
საზოგადოების დიდი ნაწილი ცდილობს, შეიძინოს ხელნაკეთი  ნივთები, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩემი ნამუშევრებიდან, უფრო მეტად, საყელოებსა და ბაფთებზეა მოთხოვნა..
– როგორ უნდა შეინარჩუნო საკუთარი ხელწერა და ინდივიდუალურობა, როცა უამრავი ადამიანი არის ხელსაქმით დაკავებული დღეს?
– თუ გინდა, რომ შეინარჩუნო  საკუთარი ხელწერა, უნდა ბევრი  იმუშაო  და შექმნა  ყველასგან განსხვავებული… როდესაც ვქმნი ნამუშევრებს, სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მელოდიას და ასე ვმუშაობ…
 არ გიჭირთ თქვენი ნამუშევრის გასხვისება? როგორ ელევით?
– თითოეული ნამუშევარი მთელი გულით და მონდომებით არის შესრულებული.
მაბედნიერებს ჩემი თითოეული მომხმარებლის შეტყობინება, როცა შეკვეთის შემდეგ მწერენ და გამოხატავენ დადებით ემოციებს. შესაბამისად, ჩემი ნამუშევრების გასხვისება არ მიჭირს, პირიქით, უზომოდ მაბედნიერებს და სტიმულს მმატებს.
– ოჯახი… როგორ უთავსებთ საოჯახო საქმეებს და ხელსაქმეს?
– ჩემს ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წამოწყებაში. გვერდში მიდგას მეუღლეც და სხვა ოჯახის წევრებიც. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ვცდილობ, დრო სწორედ გადავანაწილო. ხშირად მიწევს ღამის თენება, გადატვირთული რეჟიმით განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში  ვმუშაობდი.
– ჰობი…
– ჰობი ისევ ხელოვნებას უკავშირდება. ვხატავ  სხვადასხვა ორნამენტს. ძალიან მსიამოვნებს მცირე ზომის  ორნამენტების შევსება საღებავებით… რაც არის სწორედ და  ფაქიზად შესასრულებელი.
– სამომავლოდ საბავშვო ხაზზე მუშაობას აპირებთ.  კიდევ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებ მაისურებზე სხვადასხვა კომპოზიციის გადატანას. ასევე საბავშვო ხაზზეც მუშაობას. ქვედაბოლობზე და კომბინეზონებზე.

                                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები