როგორ უნდა იმართოს კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ნაკადი – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე პაციენტის ჰოსპიტალიზაციასა და გაწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ყველა იმ შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს, სადაც აუცილებელია, მაგრამ თუ აუცილებელი არ არის, ტყუილად არ უნდა გადაიტვირთოს სტაციონარი.

„როგორ უნდა იმართოს კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ნაკადი ისე, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს, არ შეიქმნას ის შეფერხება, ხარვეზები, რომლებიც მართალია,  სხვა ქვეყნებზე ნაკლებად, მაგრამ  ნოემბერ-დეკემბერში მაინც იყო. ამაზე ვიმსჯელეთ. ამისთვის გადავწყვიტე, რომ ოპტიმალური იყოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. ყველა იმ შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, სადაც აუცილებელია, მაგრამ არ მოხდეს იქ, სადაც აუცილებელი არ არის და ტყუილად გადატვირთავს სტაციონარს. ასევე, უნდა გაეწეროს ყველა ის პაციენტი, რომელიც აღარ საჭიროებს ჰოსპიტალში ყოფნას და მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმ პირების გაწერა, რომლებიც ჯერ კიდევ ჰოსპიტალში ყოფნას საჭიროებენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები