ანრი ოხნაშვილი – ანა ნაცვლიშვილს: კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ, თუ მომეჩვენა

“ქალბატონო ანა, კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს, სადაც მას შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა და არა – 12 საათისა.

„ქალბატონო ანა, კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა. ისე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. 48 საათი წერია, 12 საათი არ წერია კონსტიტუციაში, ამიტომ, იმედი მაქვს, ამას კიდევ ერთხელ ჩაინიშნავთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები