სერგეენკო – ნათელაშვილზე: უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს
პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს.
მისივე თქმით, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი რაღაცები არ უნდა ილაპარაოს.
„ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, არ შეიძლება, არ ესმოდეს, მით უმეტეს, იურისტს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ელჩი არ წარმოადგენს პირად მოსაზრებებს, წარმოადგენს იმ ქვეყნის პოზიციებს, ვინც მოავლინა. არ მინდა, შალვა ნათელაშვილის რეკლამა გავწიო და ანალიზი დავიწყო, რა თქვა და როგორ, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს. თუ ლაპარაკობს, მის განსჯას არ დავიწყებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.